“ადრეული დიაგნოზი სიცოცხლეს გადაარჩენს” – ეს პრინციპი ონკოლოგიაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ონკოლოგია არის სამედიცინო დარგი, რომელიც შეისწავლის კიბოსა და სიმსივნეების წარმოშობას, დიაგნოზს და მკურნალობას.
ტერმინი ონკოლოგია ლათინური სიტყვებიდან “Oncos” (მასა) და “Logos” (მეცნიერება) წარმოიშვა. კიბო არის დაავადება, რომელიც უჯრედულ დონეზე იწყება.
უჯრედები მუდმივად რეგენერაციას განიცდიან – ახალი უჯრედები წარმოიქმნება, ხოლო ძველები კვდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, უჯრედები იწყებენ უკონტროლო ზრდას და ასეთ უჯრედებს წარმოქმნიან სიმსივნეებს, რომლებიც შეიძლება იყოს:
ონკოლოგია სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:
ეს არის წამლების კომბინირებული გამოყენება, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას და გამრავლებას. ქიმიოთერაპიის მიზნებია:
ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი მკურნალობის მეთოდი ასევე ქირურგიულ ან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.
ეს მეთოდი იყენებს რადიოაქტიურ სხივებს სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. იგი ხშირად გამოიყენება ოპერაციის შემდეგ, დარჩენილი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და ტკივილისა შესამცირებლად.
კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
დროული დიაგნოზი ზრდის მკურნალობის წარმატების შანსებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია:
თუ გაქვთ ეჭვი ონკოლოგიურ დაავადებაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი სამედიცინო ჩანაწერები და კვლევები, რის შემდეგაც ჩვენი სპეციალისტები შეაფასებენ მკურნალობის შესაძლებლობებს და შემოგთავაზებენ პერსონალიზებულ გეგმას.
ონკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც კიბოს დიაგნოზს, მკურნალობას და პრევენციას შეეხება. ყველაზე გავრცელებულ კიბოს ტიპებს შორისაა ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, კანის კიბო, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბო, ლეიკემია და ლიმფომა.
კიბოს ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის წარმატებას და ხელს უშლის დაავადების გავრცელებას. რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები, სკრინინგის ტესტები (მაგალითად, მამოგრაფია, კოლონოსკოპია, PSA ტესტი) და რისკ-ფაქტორების გათვალისწინება დიდ როლს ასრულებს დროული დიაგნოსტიკისთვის.
კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სტადიაზე. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია ქირურგია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია (რადიოთერაპია), იმუნოთერაპია და მიზნობრივი თერაპიები. მკურნალობის გეგმა განისაზღვრება პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კიბოს გავრცელების მიხედვით.